Universal Pictures და Illumination Entertainment მინიონების სიქველზე მუშაობას იწყებს. გაგრძელების სამუშაო სახელია “მინიონები. გრუს აღმასვლა”, რომლის პრემიერა 2020 წლის 3 ივლისს არის დაგეგმილი. სათაურიდან თუ ვიმსჯელებთ ახალი ანიმაცია საზიზღარი მესა და მინიონების ქროსოვერი იქნება.
მომავალ პროექტში რეჟისორის პოსტს კვლავ კაილ ბალდა დაიკავებს. საყვარელი უცნაურ ენაზე მოლაპარაკე არსებები პირველად 2015 წელს საზიზღარი მეში გამოჩნდნენ და საყოველთაო პოპულარობა მალევე მოიპოვეს.