გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეელი რეჟისორი ჩან-ვუკ პაკი ძალადობრივ ვესტერნს “The Brigands of Rattlecreek” გადაიღებს. სცენარისტი ს. ქრეიგ ზელერია. სცენარი ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწერა, თუმცა პროექტი აქამომდე “შავ სიაში“ იყო შეტანილი ზედმეტად ძალადობრივი სცენების გამო.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთ როლზე მეთიუ მაკკონაჰიც განიხილება. დაამტკიცებენ თუ არა მსახიობს როლზე, ამას მალე გავიგებთ.
theplaylist.net