ცოტა ხნის წინ, მერლინ მენსონმა გამოცემასთან Revolver ისაუბრა. ინტერვიუში მენსონმა აღნიშნა, რომ მომავალ სერიალში The Stand, რომელსაც სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით გადაიღებენ, მიიღებს მონაწილეობას. უცნობია ვის როლს შეასრულებს მენსონი, თუმცა მან ისიც თქვა, რომ შოუსთვის The Doors-ის ცნობილი ჰიტი The End ჩაწერა.
10 ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი ტელეარც CDS-ზე გამოვა. სიუჟეტის მიხედვით, დედამიწას საშინელი ვირუსი მოედება, რომელიც კაცობრიობის დიდ ნაწილს დაღუპავს. გადარჩენილი ადამიანები გაერთიანდებიან სხვადასხვა ჯგუფებად და ერთმანეთს პირისპირდებიან.
მთავარ როლებში ვიხილავთ ვუპი გოლდბერგს, ჯეიმს მარსდენსა და ამბერ ჰერდს. სერიალის პრემიერა 2020 წლისთვისაა იგეგმება.