უფრთხილდით მერილ სტრიპს — ნახეთ ახალი ვიდეო Big Little Lies-ის ახალი სეზონიდან

HBO-ს სერიალი Big Little Lies შესანიშნავი ხუთეულით ეკრანს 9 ივნისს უბრუნდება და თუ ახალ-ახალ პრომოებსა და ტიზერებს დავუჯერებთ, წინ უდიდესი სანახაობა გველის.

მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შოუს ახალ სეზონში ერთადერთსა და განუმეორებელ მერილ სტრიპს ვიხილავთ. შესაბამისად, წინასწარვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეორე სეზონი იმაზე გაცილებით დამაინტრიგებელი იქნება, ვიდრე – პირველი.

სელესტს, მედელინს, ჯეინს, რენატასა და ბონის ამჯერად მერი ლუის რაითი უერთდება, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, რა ვითარებაში დაიღუპა მისი შვილი.

სტრიპის პერსონაჟი BBL-ში სათნო ქალი ჩანს, თუმცა, როგორც ჩანს მისმა თბილმა გარეგნობამ არ უნდა დაგვაბნიოს, რადგან ნიკოლ კიდმანის გმირის დედამთილის ერთდერთი მიზანი, დიდი ალბათობით, მონტერეელი დიასახლისების განადგრებაა.

ამაზე კი აი, ეს ახალი კლიპიც მეტყველებს:

როგორც ხედავთ, წინ დიდებული მსახიობების მონაწილეობით, დიდებული სერიალის მეორე სეზონი გველოდება და ისღა დაგვრჩენია, ამ სანახაობას დაველოდოთ.

Next Post

ქვიზები

გასართობი

ახლა კითხულობენ