ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “იმედის დილა” გააჟღერა. გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ნინიძემ მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ ნინიძესთან
▪️ ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ ნინიძესთან #იმედისდილა #აქიმედია
Posted by იმედის დილა / Imedis Dila on კვირა, 02 ივნისი, 2019
მსახიობი შოუთაიმის სერიალში პირველად მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე სერიაში All in გამოჩნდა, სადაც რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის, მიროვის როლი შეასრულა. თუმცა, მანამდე მეცხრე სერიაში Useful Idiot მსახიობის ხმა ისმოდა.
გარდა ამისა, ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე და სერიალ შერლოკის ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი ერთად თამაშობენ დომინიკ კუკის ახალ დრამაში Ironbark.
ფილმის სიუჟეტი ცივი ომის პერიოდში ვითარდება და ჯაშუშ გრევილ უეინის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რუს აგენტთან ერთად კუბის კრიზისის ამბებში მონაწილეობს.