ტრეილერი: ნახეთ ელიზაბეტ მოსი, მელისა მაკარტი და ტიფანი ჰადიში კრიმინალების როლში

მხევლის წიგნის ვარსკვლავი, ელიზაბეტ მოსი და ამერიკელების საყვარელი კომედიანტი მელისა მაკარტი, ტიფანი ჰედიშთან ერთად ახალ ფილმში The Kitchen თამაშობს. სურათი New Line Cinema-მ და DC Entertainment-მა გადაიღო, მისი რეჟსიორი კი ანდრეა ბერლოფია.

ფილმის სიუჟეტი ირლანდიელი განგსტერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც დაიჭერენ და პატიმრობას მიუსჯიან. ამის შემდეგ კი დარჩენილ საქმეებს მათი ცოლები გადაიბარებენ და 1970-იანი წლების ყველაზე გავლენიან მაფიოზებად იქცევიან.

ფილმის ეკრანზე 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა.

Next Post

ქვიზები

გასართობი

ახლა კითხულობენ