დიდი ხანია მეგან ფოქსი ეკრანზე აღარ გვიხილავს და არც რაიმე სიახლით გაუხარებია თავისი თაყვანისმცემლები. თუმცა როგორ ჩანს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებული მსახიობი დიდხანს ჩრდილში ყოფნას აღარ აპირებს და ჟურნალ “Prestige”-ისთვის ინტერვიუსთან ერთად, იპოზიორა კიდეც.
ჩემი აზრით ჩვენს სამყაროში (ჰოლივუდში) ქალებს ნაკლებად აფასებენ, ამიტომაც ხდება ხშირად, რომ ჩვენ ხშირად დიდი წარმატების შემდეგ, ჩრდილში ამოვყოფთ ხოლმე თავს.
დიდი ბიუჯეტის ბლოკბასტერებზე მუშაობისას, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სტუდიებს ბევრი ფული აქვთ და როდესაც ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს აღემატება, ადამიანების სიცოცხლეს უკვე ნაკლებად აფასებენ, მათთვის მთავარი მხოლოდ ის ხდება, რომ ყველა შექმნილი გარემო პირობების მიუხედავად, გადაღება მალე დაასრულონ, რათა სტუდიამ დროულად შეძლოს თანხის გადახდა. გადაღებების დროს კი ჩვენ ბევრ და სერიოზულ ტრამვებს ვიღებთ, თუმცა როგორც გითხარით, ეს უკვე აღარავის აინტერესებს.