რიდლი სკოტი ერიკ იაგერის რომანის The Last Duel ეკრანიზაციაზე მუშაობას იწყებს. მთავარ როლებს მომავალ ფილმში მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი შეასრულებენ, ასევე ნიკოლ ჰოლოფსენერთან ერთად ძველი მეგობრები სცენარის ადაპტაციაზეც იმუშავებენ.
რომანი საფრანგეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად რეგისტრირებულ უკანასკნელი დუელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მე-14 საუკუნეში გაიმართა. ომიდან დაბრუნებული ნორმანდიელი რაინდი თავისი ცოლის ღირსების აღსადგენად დუელში მეზობელს იწვევს. გახმაურებული საქმე საფრანგეთის მეფის კარლ მეოთხის ყურამდეც კი მივიდა.
ჭკვიანი უილ ჰანტინგის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დეიმონი და აფლეკი სცენარს ჰკიდებენ ხელს, უკანასკნელი მცდელობა ოსკარით დაგვირგვინდა. აღსანიშნავია რომ დუელის თემატიკაზე სკოტს 1977 წელს ფილმი დუელანტები აქვს გადაღებული.