მარტინ სკორსეზეს ირლანდიელი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ჯო პეში ოფიციალურად შეუერთდა ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს ახალ დრამაში, რომელიც პროფკავშირების ლიდერის, ჯიმი ჰოფას გაუჩინარებას ეხება.
ირლანდიელი პირველი ფილმი იქნება, რომელშიც ალ პაჩინო და მარტინ სკორსეზე ითანამშრომლებენ და ასევე პირველი შემთხვევა, როცა იტალიელი ლეგენდები ეკრანზე ერთად გამოჩნდებიან. გადაღებები დეკემბერში დასრულდება.
ამბობენ, რომ სანამ პეში როლს დათანხმდებოდა, 50-ჯერ მაინც თქვა უარი. საბოლოოდ კი, სკორსეზემ მაინც მიაღწია მიზანს. 74 წლის მსახიობი რასელ ბუფალინოს, პენსილვანიელ მაფიოზს განასახიერებს და ეს მისთვის სკორსეზესთან თანამშრომლობის მესამე შემთხვევა იქნება.