ტაქსის მძღოლისა და ცოფიანი ხარის რეჟისორს მარტინ სკორსეზეს რომის ფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა. ცერემონიალის შემდეგ ლეგენდარულმა რეჟისორმა ჟურნალისტებთან პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც იტალიური კინოსა და მისი მესვეურების შესახებ ისაუბრა.
სკორსეზეს თქმით იტალიურმა კინომ მის რეჟისორად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი საყვარელი იტალიელი რეჟისორი კი მაესტრო, ფედერიკო ფელინია, კაბირიას ღამეებმა სკორსეზეზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სკორსეზეს იმდენად უყვარდა ფელინი რომ 90-იანი წლების დასაწყისში მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებდა. სამწუხაროდ მაესტრო 1993 წელს გარდაიცვალა და პროექტი თაროზე შემორჩა.