Warner Bros. და DC ბეტმენის კიდევ ერთ სპინოფზე მუშაობენ, რომელიც ჯოკერის ისტორიას მოგვითხრობს.
ჯერჯერობით პროექტი ძალიან ადრეულ ეტაპზეა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ფილმს Hangover-ის რეჟისორი ტოდ ფილიპსი გადაიღებს, პროდიუსერის როლში კი მარტინ სკორსეზე მოგვევლინება.
ჯერჯერობით უცნობია სცენარის დეტალები, თუმცა ვიცით, რომ მოქმედება 80-იანი წლების დასაწყისში, გოთემში განვითარდება.