მარგო რობი და მატიას შონარტსი ახალ ფილმში მიიღებენ მონაწილეობას სახელწოდებით THE RUINS.
ფილმის სცენარი, რომელიც მეთიუ და რაიან ფირპოებს ეკუთვნით. ეს უკანასკნელი ვერმახტის ყოფილ კაპიტანზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი ძველი ცოდვების გამოსყიდვას ცდილობს. შურისძიების სურვილით შეპყრობილი კაპიტანი დრო და დრო ადამიანებსაც კლავს.
ერთ-ერთი მთავარი როლი გალ გადოტს უნდა შეესრულებინა, თუმცა მსახიობმა გადაიფიქრა და პროექტზე უარი თქვა.
გადაღებები 2019 წელს დაიწყება და მათი ლოკაცია პრაღაში იქნება.
ამჟამად მარგო რობი კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის “ერთხელ ჰოლივუდშის” გადაღებებითაა დაკავებული.