21 სექტემბერს მაყურებელმა “ნეტფლიქსის” ახალი სატელევიზიო შოუ “მანიაკი” იხილა. მათ, ვისაც პირველი სეზონის ათივე სერია ნანახი აქვთ, ამბობენ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, თუ კიდევ რა უნდა იყოს ამ ამბის გაგრძელება. როგორც ჩანს, სწორედ ასე უყურებს საკითხს სერიალის რეჟისორი კერი ფუკუნაგაც.
“მოხარული ვიქნები, თუ “მანიაკის” მეორე სეზონსაც ვიხილავთ, თუმცა მე მასში მონაწილეობას არ მივიღებ. ვფიქრობ, რომ შოუს შემქმნელები ამ პროექტს ხანგრძლივად არ წამოიდგენდნენ.” – ამბობს ფუკუნაგა.
შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო შოუმ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია და უმეტესობამ ის აღიქვა, როგორც “სერიალი, რომელიც ყველასთვის არ არის.”