2019 წლის მეორე ნახევარში ვარსკვლავური ომების ფანებს კიდევ ერთი სპინოფი ელოდებათ. სერიალი “Mandalorian” თავებზე მონადირის ისტორიას მოგვიყვება, რომლის საქმიანობა ჯედაის დაბრუნების შემდგომ პერიოდს მოიცავს.
პროექტის შოურანერი ჯონ ფავრო უარჰყოფს, რომ მთავარი გმირი ლეგენარული თავებზე მონადირე ბობა ფეტი იქნება. დადასტურდა რომ მთავარი პერსონაჟის როლს ნარკობარონის ვარსკვლავი პედრო პასკალი შეასრულებს. სამსახიობო დასს ძველი და ახალი თაობის დიდი სახელები შეემატნენ: გერმანელი რეჟისორი ვერნერ ჰერცოგი, როკი ბალბოას მტერი და შემდგომში საუკეთესო მეგობარი კარლ ვეზერსი, MMA-ს მებრძოლი ჯინა კარანო, თვით გას ფრინკლი მძიმე დანაშაულიდან ჯანკარლო ესპოზიტო, ასევე მსახიობები ემილი სუოლოუ და ომიდ აბტაჰი.