მაკალეი კალკინი ამ დღეებში მაიკლ როზენბაუმის შოუს სტუმარი იყო და მაიკლ ჯექსონისა და მის მეგობრობაზეც ისაუბრა. ვარსკვლავებს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მაშინ როდესაც მაკალეი ჯერ 14 წლისაც არ იყო.
კალკინმა აღნიშნა, რომ მას და ჯექსონს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. ასაკში დიდი განსხვავების მიუხედავად, მათ ბევრი საერთო ჰქონდათ. მას მერე, რაც კალკინი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბავშვად იქცა, მას თანატოლებთან საერთო ენის გამოძებნა უჭირდა, ხოლო მომღერალთან, ყველაფერზე საუბარი შეეძლო.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2005 წელს კალკინს სასამართლოში მისვლა და ჩვენების მიცემაც კი დასჭირდა, ჯექსონის პედოფილიაში დადანაშაულების გამო. სასამართლო პროცესის დროს, მსახიობმა განაცხადა, რომ ჯექსონი მას არასდროს შეხებია.
film.ru