ოქტომბერში ტერმინატორის რიგით მეექვსე ფილმი გამოვა, რომელსაც პირველი და მეორე ნაწილების რეჟისორი ჯეიმს კამერონი დააპროდიუსირებს. ორიგინალი სამსახიობო დასიდან პროექტს არნოლდ შვარცნეგერი და ლინდა ჰემილტონი დაუბრუნდნენ, ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ფრენჩაიზის შესახებ ისაუბრა:
ჯიმი(იგულისხმება ჯეიმს კამერონი) მეორე ფილმის შემდეგ გამოსული ნაწილები იმით არის ცუდი რომ არ გამახსოვრდება. არ მეთანხმებით? თქვენ ემოციური კავშირი გაქვთ პირველი ნაწილის პერსონაჟებთან და რაღაც მომენტში ეს კავშირი წყდება. შემოდის ზედმეტი ხალხი და სიუჟეტური წერტილები. ვფიქრობ სწორედ მოვიქეცით როდესაც მეექვსეს სიუჟეტი პირდაპირ მეორე ნაწილს მივაბით.
თავდაპირველად ახალ ნაწილში თამაშს არ ვაპირებდი, გადაწყვეტილების მისაღებად ექვსი კვირა დამჭირდა. მშვიდ, მოკრძალებულ ცხოვრების სტილს მივეჩვიე და ზუსტად არ ვიცოდი რამდენად მინდოდა კიდევ ერთხელ დამდგარიყო დიდების 15 წუთი ჩემს ცხოვრებაში. საბოლოოდ დავთანხმდი, ვნახოთ რა გამოვა.