პირველად ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის მეგობრობის შესახებ მაშინ შევიტყვეთ, როდესაც ისინი 2016 წელს მოტოციკლით სეირნობისას დააფიქსირეს.
ერთ მშვენიერ დღეს კი გავიგეთ, რომ ისინი ერთად იმუშავებდნენ ახალ ფილმზე “A Star Is Born“. ისინი თავიანთ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ხმამაღლაც საუბრობენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ლედი გაგამ აღნიშნა: “როდესაც მას მეორედ შევხვდი, ვიფიქრე, ნუთუ ეს ის ადამიანი არ არის, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ?.”
ბრედლი და გაგა ახლა ტორონტოს კინოფესტივალზე იმოფებიან, სადაც სწორედ მათი ახალი ფილმის პრემიერა იყო და წითელ ხალიჩაზეც აქტიურად პოზიორობდნენ. ეს ფოტოები (ვენეციის და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალიდან) და მათი განსაკუთრებული მეგობრობა აუცილებლად დაგარწმუნებთ, რომ მათგან მშვენიერი წყვილი შედგებოდა: