ამ კვირის კინოგაქირავების ლიდერი რალფის მეორე ნაწილია, სახელწოდებით “რალფმა ინტერნეტი გააფუჭა“. მხოლოდ ხუთ დღეში ანიმაციამ 84,5 მილიონის მოგროვება შეძლო.
მადლიერების დღის ხუთდღიან მონაკვეთში ეს მაჩვენებელი ყველა დროის შემოსავლიან მაჩვენებლებში მეორე ადგილს იკავებს.
მეორე ადგილზე “კრიდი II“-ია, რომელმაც ხუთ დღეში 55,8 მილიონის მოგროვება შეძლო.
დებიუტანდი ფილმებიდან ყველაზე ცუდი შემოსავალი “რობინ ჰუდმა” აჩვენა, რომელმაც კრიტიკოსებისგან და მაყურებლისგან უარყოფითი შეფასებები მიიღო.