ლანისტერები, როგორც ვიცით, ოქროთი მდიდარ მამულებს ფლობენ და ამის წყალობით, ის ერთ-ერთი უმდიდრესი გვარია მთელ ვესტეროსში (რამაც მეტისმეტად გაათამამა ეს ოქროსფერი ლომები, ვაღიაროთ). ოქროსთმიან ლანისტერებს ოქროთი სავსე ქისებიც ბლომად აქვთ, ამიტომ, ძალიან მოულოდნელი არ იქნება ცნობა იმის თაობაზე, რომ სამეფო კარის თამაშებში სწორედ ლანისტერების როლების შემსრულებლებს აქვთ ყველაზე მაღალი ჰონორარი.
ვიკიპედიაზე ამერიკული სატელევიზიო შოუების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ჩამონათვალში სამეფო კარის თამაშების ხუთი ვარსკვლავიდან პირველი სამი ლანისტერია: პიტერ დინკლეიჯი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ და ლენა ჰედი. ამრიგად, ლანისტერები სინამდვილეშიც ყველაზე მდიდრები არიან.
და, ცხადია, ვალებსაც ყოველთვის იხდიან 🙂