Reddit-ის მომხმარებლებმა, დათვალეს მარველის ფილმებში გამოყენებული ხუმრობების რაოდენობა. მათ გრაფიკები შეადგინეს და ფილმებში გაჟღერებული ხუმრობების რაოდენობა ერთმანეთს შეადარეს. თვლის შედეგად, გაირკვა, რომ ყველაზე მეტი ხუმრობა გამოყენებულია ფილმში ადამიანი ობობა: შინ დაბრუნება, რომელიც 169 ხუმრობით ლიდერობს, სულ მცირე სხვაობით, მეორე ადგილზე შურისმაძიებლები გავიდნენ 161 ხუმრობით. მესამე და საპატიო ადგილი ფილმმა შურისმაძიებლები უსასრულობის ომი დაიკავა 140 ხუმრობით.
აქვე შეგვიძლია ვნახოთ ხუმრობების გამოყენების სიხშირე
კვლევის ავტორმა ყველა შესაძლო ვერბალური თუ ვიზუალური ხუმრობა გაითვალისწინა. გაირკვა, რომ ხუმრობების რაოდენობით ბოლო ადგილზეა შესანიშნავი ჰალკი.
მარველის სამყარო, ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული იუმორით. ბოლო წლების განმავლობაში, კი კომპანია მიხვდა, რომ ხუმრობებმა გაამართლა და მაყურებელს უფრო მეტი იუმორი სწყურია, ამიტომაც ბოლო ფილმებში ბევრად მეტი ხუმრობაა ვიდრე ძველებში.