“ერთხელ, ჰოლივუდში“-ს სოციალური ქსელის ექაუნთებზე კვენტინ ტარანტინოს მიმართვა გავრცელდა. რეჟისორი მაყურებელს სთხოვს არ გაავრცელოს ფილმის მნიშვნელოვანი დეტალები. ფილმის პრემიერა კანის 72-ე კინოფესტივალზე 21 მაისს გაიმართება.
მე მიყვარს კინო, თქვენც გიყვართ კინო. ეს მოგზაურობა ამ ფილმისთვის პირველი იქნება. მოხარული ვარ, რომ კანის კინოფესტივალზე ვიქნები და წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი ფილმი ‘ერთხელ, ჰოლივუდში’. მსახიობები და მთელი გადამღები ჯგუფი დაუღალავად ვმუშაობდით, რომ რაღაც ორიგინალური შეგვექმნა და ახლა, უბრალოდ, გთხოვთ, რომ დეტალებზე არ ისაუბროთ. ეს ხელს შეუშლის იმ მაყურებეს, რომელსაც ჯერ არ უნახავს ფილმი.
ფილმი დანარჩენ მსოფლიოში ივლისი-აგვისტოს პერიოდში გამოდის.
#NoSpoilersInHollywood pic.twitter.com/d2cZcNfibh
— Once Upon a Time in Hollywood (@OnceInHollywood) May 20, 2019