კომედიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ჩინელმა დიდოსტატმა სტივენ ჩოუმ გარჩევები კუნგ-ფუს სტილშის მეორე ნაწილზე მუშაობის დაწყება დაადასტურა. უკანასკნელ ინტერვიუში მთავარი როლის შემსრულებელზე რეჟისორმა ასე ისაუბრა:
ახალ მთავრი როლის შემსრულებელი გვეყოლება. მეორე ნაწილში ალბათ კამეოს დავჯერდები, ვინმე ისეთი ტიპის როლს, რომელსაც მაგრად სცემენ. ისევ ისე ვეღარ ვჩხუბობ რომ წამყვანი როლის შესრულება შევძლო.
2004 წელს გამოსული სურათი აღმოსავლური ორთაბრძოლების საუკეთესო ტრადიციებშია გადაღებული. ქართველმა მაყურებელმა სტივენ ჩოუ სასიკვდილო ფეხბურთით გაიცნო.