უკვე დადასტურებული ინფორმაციით, მსახიობი ქრისტოფ ვალცი 25-ე ჯეიმს ბონდში კვლავ შეასრულებს ბოროტმოქმედი Blofeld-ის როლს.
ამჟამად ფილმის გადაღებები ლონდონში წარმოებს. ახალ ბონდში კვლავ ვიხილავთ ძველ მსახიობებს, დენიელ კრეიგს, რალფ ფეინს, ლეა სეიდუს და ნაომი ჰარისს.
ფილმში მთავარი ანტაგონისტის როლს ოსკაროსანი რამი მალეკი შეასრულებს. მისი თქმით კერი ფუკუნაგასთან მუშაობას იმ პირობით დათანხმდებოდა, თუ მის ბოროტმოქმედს კონკრეტული იდეოლოგია და რელიგიური შეხედულებები არ ექნებოდა. მოლაპარაკებები მალეკის სასარგებლოდ დასრულდა და ჩვენ სრულიად ახალი ტიპის ტერორისტს ვიხილავთ.
variety.com