ცნობილი გახდა კოტბუსის 28-ე კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა. წლევანდელი ხუთკაციანი ჟიურის წევრები იქნებიან:
- ლეონიდ დამჩენკო – ბალტიის სადებიუტო კინოფესტივალის პროგრამის ხელმძღვანელი
- ანა იადოვსკა – პოლონელი რეჟისორი
- ანა პალენჩუკი – პროდიუსერი კიევიდან
- გიო მგელაძე – ქართველი რეჟისორი
- უვე კოკიში – კოტბუსელი მსახიობი
წელს კოტბუსის კინოფესტივალს 4 საკონკურსო და 11 სხვადასხვა საინტერესო სექცია ექნება. ნაჩვენები იქნება 200-მდე ფილმი. საკონკურსო სექციების საერთო საპრიზო თანხა 80,000 ევროა.
კოტბუსის 28-ე დაჯილდოება 6-11 ნოემბერს ჩატარდება.