ყოფილი კალათბურთელი კობი ბრაიანტი ლოს ანჯელესში ანიმაციის კინოფესტივალის ჟიურიში ერთ-ერთი წევრი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოთამაშის წინააღმდეგ წარსულში გავრცელებული გაუპატიურების ბრალდების გამო, წევრობიდან მოიხსნა.
ამას წინ ხალხის პეტიცია უძღვოდა, სადაც ბრაიანტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ბრაიანტი ჟიურიში იმიტომ მიიწვიეს, რომ მან წელს ოსკარზე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის ნომინაციაში გაიმარჯვა. ის 2003 წელს დაადანაშაულა 19 წლის გოგონამ, თუმცა გამოძიება მომდევნო წელს შეწყდა და კალათბურთელმა ბოდიში მოიხადა.