ცოტა ხნის წინ კიმ კატრალი და სარა ჯესიკა პარკერი ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ცნობილი ფილმის სამომავლო გეგმების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების გამო. როგორც პარკერმა გაამხილა, სექსი დიდ ქალაქში კატრალის გამო ვერ ბრუნდება ეკრანებზე მესამე ფილმით. 52 წლის მსახიობის განცხადებით ირკვევა, რომ სწორედ კიმ კატრალი ამბობს მისი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის – სამანტას როლის თამაშზე უარს.
კიმ კატრალმა წაყენებულ ბრალდებას ახლახანს ძალიან რადიკალური ინტერვიუთი უპასუხა, სადაც საკუთარი მოსაზრებები გაამხილა იმის შესახებ, თუ როგორ აჯობებს სამანტას პერსონაჟის დაბრუნება დიდ ეკრანებზე:
ეს საუკეთესო როლია. მე ვითამაშე ფინიშის ხაზამდე და მის შემდეგაც და ძალიან მიყვარდა. ჯობია სხვა მსახიობმა ითამაშოს. კარგი იქნება თუ აფროამერიკელ სამანტა ჯონსს ან სამხრეთამერიკელ სამანტა ჯონსს შეარჩევენ.
როგორც სექტემბერში ოფიციალურად გახდა ცნობილი, სექსი დიდ ქალაქშის მესამე ფილმს აღარ გადაიღებენ, რის პარალელურადაც კატრალმა განაცხადა, რომ მის კოლეგებთან რეალურაც არც კი მეგობრობდა.
ამერიკული საშინელებათა ისტორიის შემქნელმა რაიან მერფიმაც გაამხილა, რომ მართლაც კარგი იქნება თუ ახალ ფილმში სამანტას როლს ვინმე სხვა შეასრულებს.