მაისში მსახიობმა სენდ ვან როიმ ლეონისა და მეხუთე ელემენტის რეჟისორი ლუკ ბესონი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, საქმის მსვლელობისას კიდევ სამი ქალი გამოჩნდა, რომელიც ბესონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
რამდენიმე დღის წინ ბესონის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა ასისტენტმა აიმაღლა ხმა. ქალის განცხადებით რეჟისორმა სამუშაო ადგილის შენარჩუნების სანაცვლოდ სექსი შესთავაზა.
ბესონს ასევე კინოსკოლის ორი სტუდენტი და საკუთარი კომპანიის Europe Corp-ის ყოფილი თანამშრომელი უჩივის. სულ რეჟისორს 9 ქალი ადანაშაულებს.
ჰარვი ვაინშტაინის მსგავსად ბესონი ქასთინგებსა და გასაუბრებებს სასტუმროს ნომრებში აწარმოებდა.