მარველის უამრავ ფილმში, შეგვიძლია ვნახოთ სტენ ლის ბევრი კამეო. 2018 წლის 12 ნოემბერს დიდებული ეს დიდებული და გენიალური კაცი გარდაიცვალა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარველი შეწყვეტს მისი კამეოების ჩასმას თავის ფილმებში. სტენ ლის გადაღება რამდენიმე 2019 წლისთვის დაგეგმილი ფილმისთვის მაინც მოასწრეს.
კაპიტანი მარველის კამეო, განსაკუთრებული იმიტომ იყო, რომ ფანებს გაუჩნდათ თეორია – სტენ ლი აქ უბრალო გამვლელს კი არა, საკუთარ თავს თამაშობსო. ფილმში, სუპერ გმირი ხვდება სტენ ლის მატარებლის ვაგონში. ამჯერადაც, ის თითქოს ერთ ჩვეულებრივ მგზავრს ასრულებს, თუმცა ფანებმა აღნიშნეს, რომ სტენ ლი ამ მომენტში კევინ სმითის ფილმის Mallrats სცენარს კითხულობს. უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ ამ ფილმში მთავარი პერსონაჟი ქუჩაში თავის კუმირს, სტენ ლის ხვდება. კაპიტანი მარველის ეპიზოდშიც სტენ ლი ზის მატარებელში და იმეორებს თავის რეპლიკას ფილმიდან, რომლის გადაღებებზეც მიდის. კაპიტანი მარველის სიუჟეტი იმავე პერიოდში, 1995 წელს ვითარდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მარველის სამყაროში კევინ სმითი და მისი ფილმები არსებობს, ხოლო სტენ ლი ყველა მარველის ფილმში საკუთარ თავს ასრულებს.
ამით გულაჩუყებულმა, კევინ სმიტმა, ინსტაგრამზე საკუთარი სევდიანი სახის სურათი გამოაქვეყნა რომელსაც შემდეგი წარწერა გაუკეთა :
” ახლახანს ვნახე კაპიტანი მარველი. საშინლად გულაჩუყებული ვარ. მთელი ცხოვრება სხვა ფილმებზე ვაკეთებდი მინიშნებებს, ახლა კი ჩემი ფილმი გამოიყენეს მინიშნებად. მადლობა რაიან ფლეკს, მარველის სტუდიას, ანა ბოდინს და სტენ ლის. მხოლოდ ერთი კითხვა: წკაპუნს გადავურჩები? ”