ცოტა ხნის წინ თორის როლის შემსრულებელმა კრის ჰემსვორთმა თორი: რაგნაროკის გადასაღები მოედნიდან უსაყვარლესი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც თვითონ და თავისი სამი წლის ვაჟი არიან გამოსახულები.
“ესტაფეტის გადაცემა” – ასეთი აღწერა დაურთო ჰემსვორთმა ინსტაგრამზე და ტვიტერზე განთავსებულ ფოტოს, სადაც მსახიობი და კაპიტანი ამერიკის კოსტიუმში გამოწყობილი მისი პატარა, გრძელთმიანი ასლი ხელჩაკიდებული მიაბიჯებენ.
კრისს და მის ცოლს სამი პატარა შვილი ჰყავთ. მცირეწლოვანი ბავშვების მამამ იხუმრა, რომ მისი შვილები “საშინლად იმედგაცრუებულები” დარჩნენ მამას სამსახურით, როცა კრისმა ისინი გადასაღებ მოედანზე მიიყვანა. “სახეზე აშკარად ეტყობოდათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენი ეჩვენათ. მათ ეგონათ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ვერკინებოდი მონსტრებს”.
ამჟამად მსახიობი შურისმაძიებლების მორიგ ფილმზე მუშაობს.