მსახიობმა ჯასტინ ლონგმა კერკეტი კაკალი 4-ის გადაღებები გაიხსენა. მის მონაყოლს თუ დავუჯერებთ სისუსტეები ჰოლივუდის ყველაზე მაგარ ბიჭ ბრიუს უილისსაც კი აქვს.
ერთ-ერთი რბოლის სცენის გადაღებისას ლონგმა პირში შვრიის ფაფა დაიგუბა, როდესაც მანქანა გაჩერდა და უილისმა პარტნიორი მოიკითხა, პასუხის ნაცვლად ონავარმა მსახიობმა პირიდან ფაფა გადმოუშვა და ღებინების იმიტაცია გააკეთა. ერთი შეხედვით უბრალო ხუმრობაზე ასტეროიდებთან და ყველა ჯურის ტერორისტებთან უშიშრად მებრძოლ მსახიობს პანიკის შეტევა დაემართა, შეშინებულმა უილისმა ყვირილი დაიწყო და დაზიანებული მანქანიდან სასწრაფო წესით გადმოსვლა მოითხოვა.
ვინ წარმოიდგენდა რომ ლეგენდარულ ჯონ მაკლეინს შვრიის ფაფის ეშინია.