ბოლო პერიოდში ლედი გაგაზე არა მხოლოდ იმიტომ საუბრობენ, რომ ის ყოველი ახალი დაჯილდოების ნომინანტების გამოცხადებისას ახალ ნომინაციას იღებს ვარსკვლავის დაბადებისთვის, არამედ “100 ადამიანი ოთახში“ ფრაზის უამრავჯერ გამეორების გამოც. სწორედ ამ ფრაზას (“ოთახში შესაძლოა 100 ადამიანი იმყოფებოდეს და 99 ადამიანს არ სჯეროდეს შენი და მხოლოდ ერთი დაიჯერებს და ის შეცვლის მთელს შენს ცხოვრებას“) იმეორებდა ის პრეს-ტურის ფარგლებში და სხვადასხვა პრემიერების წინ, ვიდეო კი ინტერნეტში ვირალური გახდა.
ჯონა ჰილმა ერთ-ერთ წვეულებაზე ამ ამბავზე ისაუბრა და გაგა დაიცვა:
ვუყურე და გავიფიქრე, “ის ხომ თავის საქმე აკეთებს!“, საინტერესოა რამდენი განსხვავებული ამბავი უნდ მოეთხრო, როცა რეალურად ერთხელ მოხდა ეს. და ეს, ისაა რაც უნდა გააკეთო. გაუმეორო მესიჯი ხალხს შენი ახალი ფილმის შესახებ. ასე რომ, მე ვუყურე ვიდეოს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ცოტა უსამართლობაა. გარდა ამისა ის საოცარი იყო, თუ ყოველ ჯერზე როგორ დამაჯერებლად ამბობდა ამ ფრაზას.