Lionsgate-ის ორგანიზებით გადაღებული ჯონ ვიკი თავიდან რიგით მძაფრსიუჟეტიან ფილმად იყო ჩაფიქრებული, თუმცა კიანუ რივზის მძიმე როლმა დიდი ყურადღება დაიმსახურა და ამერიკულმა კომპანიამ მეორე ფილმის გადაღებაც გადაწყვიტა. ჯონ ვიკის პრემიერა 2015 წლის ოქტომბერში იყო, ხოლო ჯონ ვიკი: მეორე თავი დიდ ეკრანებზე მსოფლიოს 2017 წლის თებერვალში მოევლინა.
როგორც თრილერის პროდიუსერები აცხადებენ, დევიდ ლეიჩის ფრენჩაიზს მალე მესამე ფილმიც შეემატება, რომლის გამოსვლის ოფიციალური თარიღიც ახლახანს გაამხილეს. კიანუ რივზი ჯონ ვიკის როლს 2019 წლის 17 მაისიდან მოირგებს, რაც ფილმის წარმატებაზე დამყარებულ დიდ იმედებს ნიშნავს. ჯონ ვიკი: მესამე თავის პრემიერა ფილმების ყველაზე აქტუალურ სეზონს ემთხვევა. ნამუშევარი ისეთი ფილმების პრემიერებს შორის არის დაგეგმილი, როგორებიცაა მარველის შურისმაძიებლები 4 და დისნეის ალადინი.
პირველი ორი ნაწილის რეჟისორი ჩად სტაჰელსკი აცხადებს, რომ ახალი ნაწილი მხოლოდ მცირე დროს დაუთმობს მასშტაბურ სცენებსა და გრანდიოზულ ეფექტებს. რეჟისორის თქმით, მას სურს უფრო მეტად ჯონ ვიკის ირგვლივ შექმნილი და არსებული პროფესიული სამყაროს სპეციფიკა და მოვლენები დეტალურად წარმოაჩინოს. ჩადის თქმით, იგი მაყურებელს დაანახებს თუ რა ხდება ამ პროფესიის მხრივ ნიუ-იორკის სხვადასხვა მონაკვეთში.