ანჯელინა ჯოლი, სანდრა ბულოკი, კიანუ რივზი, სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მადენი, ჩარლი ჰანემი — თუ ამ მსახიობების სახელებს გადავხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარველი შურისმაძიებლების ახალ რაზმს აყალიბებს.
დიახ, სწორედ ეს დიდებული მსახიობები შეიძლება ვიხილოთ მარველის ახალ ფილმში The Eternals.
ამ ეტაპზე როლებზე უკვე დამტკიცებულები არიან ჯოლი და კუმელ ნანჯიანი, დანარჩენ მსახიობებთან კი გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფილმს მხედრის რეჟისორი ქლოია ჟაო გადაიღებს.
რაც შეეხება ფილმს, ის სელესტიალების მიერ დედამიწის მოსახლეობის მცირე ჯგუფზე ჩატარებულ ექსპერიმენტზე მოგვითხრობს, რომლითაც მათ კოსმიური ძალის ნაწილი უბოძეს. სწორედ ეს ადამიანები გახდნენ ეთერნალები და ჩვენი პლანეტის დამცველები.
მეორე მხრივ სელესტიალებმა შექმნეს დევიანტები, საკუთარი მოხმარებისთვის, მაგრამ არსებებმა მუტაცია განიცადეს, ერთგვარი კულტი შექმნეს და ახლა დარწმუნებულები არიან, რომ დედამიწა მათი საკუთრებაა.