სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

Johnny Depp vs Amber Heard: ყველაზე ცნობილმა პირატმა დაამტკიცა მისი უდანაშაულობა

Cinemania ავტორი Cinemania
2 ივნისი, 2022
რუბრიკა გასართობი, კვირის ისტორია, საავტორო სტატიები, საინტერესო, სახალისო, სიახლეები
0
Johnny Depp vs Amber Heard: ყველაზე ცნობილმა პირატმა დაამტკიცა მისი უდანაშაულობა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

არავისთვის არ არის ახალი, რომ ჯონი დეპი და მისი ყოფილი მეუღლე ემბერ ჰერდი სასამართლოში დაობენ, მას შემდეგ, რაც ყველაზე ცნობილი პირატის ექს მეუღლემ ერთ-ერთ ცნობილ ყვითელ ჟურნალში ჯონი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული სტატიის 2016 წელში გამოსვლის შემდგომ საზოგადოებამ ჯონი დეპი, სრული ამ სიტყვის განმარტებით გააქუმა, რასაც იმ პერიოდში წამოწყებულმა #metoo მოძრაობამ და Cancel Culture-მა ხელი შეუწყო. აღნიშნულის შემდგომ დეპმა არაერთი როლი დაკარგდა, შეელახა ღირსება და რეპუტაცია, მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, როგორც ცოლლის მცემელა მამაკაცი და, რაც მთავარია ჰოლივუდსა და შტატებში პერსონა ნონ გრატა გახდა.

პირველი სასამართლო პროცესები ინგლისში დაიწყო, როდესაც დეპმა ბრიტანულ ყვითელ ჟურნალს Sun-ს უჩივლა, რომელშიც გამოქვეყნებული ოყო უკვე ხსენებული სტატია. ხანგრძლივი სასამართლო პროცესი დეპმა და მისმა იურისტთა გუნდმა წააგო. უნდა ითქვას, რომ მაშინდელი სასამართლო პროცესები, მოსახლეობისა და შემფასებელთა მოსაზრებით განსაკუთრებულად  მიკერძოებული იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაშინდელი საქმის მოსამართლისა და ჟურნალის ინტერესების კვეთა საქმეში ჩახედული ადამიანებისათვის ცნობილი გახდა.

2019-2020 წლის ლონდონის სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ, შტატების საზოგადოებამ ჯონი დეპი საბოლოოდ სრულად მოიკვეთა და მას სხვა არაფერი დარჩენოდა, რომ Virginia-ს შტატის, ფეირფაქსის სასამართლოში შეეტანა საჩივარი მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ. მან პროცესების დაწყების წინ აღნიშნა ერთადერთი რამ, მას ფული ყველაზე ნაკლებად აინტერესწბდა და მისი ცხოვრების დაბრუება, მისი კეთილი სახელის, რეპუტაციისა და ღისების აღდეგნა. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ დეპმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესის პირდაპირი ჩვენებები შემდგარიყო, რომელიც საქმის მოსამართლემ, პენი ასკარატემ დააკმაყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი „სიბინძურის“, ასევე როგორც დეპის პირადი ცხოვრების (რომელსაც ის სრული მისი მსახიობის კაიერის მანძილზე მაქსიმალურად პრესისაგან მოშორებით ინახავდა) შესახებ შეიტყობდა მოსახლეობა ჯონისა და მისი ოჯახის შესახებ, ის მზად იყო ამ სხვერპლისათვის, რათა მთელი სამყაროსათვის დაემტკიცებნა, რომ ის უდანაშაულო იყო და ყველას საკუთარი თვალით ენახა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ყოფილი წყვილის ურთიერთობაში.

Hollywood in London: Johnny Depp and Amber Heard argue in court

პროცესის პირველი მოსმენები 2022 წლის აპრილის თვის დასაწყისში შედგა, სადაც ორივე მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, თვითმხილველები, ჩანაწერები, ფოტოსურათები და სხვა, რომელთა ერთობლიობით მხარეები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ საკუთარი სიმართლე. თითქმის ორ თვიანი პროცესის შემდგომ ექვსმა ნაფიცმა მსაჯულა საკუთარი ვერდიქტი გამოიტანა, სადაც ჯონი დეპი „გამარჯვებულად“ ცნო.

ახლა კი დეტალებზე… ემბერ ჰერდი 2016 წლის შემდგომ ყველა არსებული ხერხით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჯონი დეპი მათი არც თუ ისეთი ხანგრძლივი ურთიერთობის მანძილზე მასზე სისტემატიურად ძალადობდა, დაწყებული 2012-დან, როდესაც მათ ურთერთობას საფუძველი ეყრებოდა, დამთავრებული 2016 წლამდე, როდესაც ემბერმა, ჯერ შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა პოლიციას, შემგომ განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი, ხოლო საბოლოოდ არაერთ ყვითელ ჟურნალში დეპი ამ საშინელებებში დაადანაშაულა. ჰერდი აღნიშნავდა, რომ დეპმა ის ბოთლით გააუპატიურა, სისტემატიურად ურტყამდა, ძალადობდა, როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად, არ აძლევდა მეგობრების ნახვის უფლებას, ერეოდა მის პროფესიულ საქმინობაში და სხვადასხვა როლების აღებას უკრძალავდა, ასევე როგორც უზღუდავდა ზოგიერთი სახის ტანსაცმლის ჩაცმას. საბოლოოდ კი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. არაერთი მტკიცებულებით, თვითმხილველთა და ექსპერთა აზრით გაირკვა, რომ დეპი პირიქით ეხმარებოდა ყოფილ მეუღლეს როლების მიღებაში, მათ შორის Aquaman-ში მონაწილეობაში, ემბერის მეგობრებს სრულიად უსასყიდლოდ წლების მანძილზე საკუთარ აპარტამენტებში აცხოვრებდა, ხოლო რაც შეეხება ძალადობას… აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტს იგებდა სასამართლო დარბაზი, ნაფიცი მსაჯულები და რა თქმა უნდა ტელეეკრანებთან მოკალათებული მაყურებელი მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მოძალადე ნამდვილად არსებობდა ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა ეს დეპი არ იყო, არამედ თავად ემბერი, რომელიც 6 წლის მანძილზე ყველას აჯერებდა ჯონის მონსტრობას (ასე უწოდებდა ჯონის ალტერ ეგოს ემბერი). ის ირგებდა მსხვერპლის როლს, აყალბებდა მტკიცებულებებს და მის მაშინელ მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც დღეს არავითარი ურთიერათობა აღარ აქვს (რომლებმაც ინგლისში (როდესაც ჯერ კიდევ იყვნენ მეგობრები) მისი მხარის დასაჭერად მისცეს ჩვენებები) იძლეოდა ცრუ ჩვენებებს. სასამართლო პროცესების ყოველი მომდევნო საათის გასვლის შემდგომ ნათელი ხდებოდა, რომ ემბერი სისტემატიურად ძალადობდა დეპზე, ურტყამდა, ესროდა ნივთებს (რის გამოც დეპმა თითის ნაწილი სრულად დაკარგა), დასცინოდა, მასხრად იგდებდა, ამცირებდა და მისი ულტიმატუმების არ შესრულბის შემთხვევაში ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებით ემუქრებოდა, ხოლო როდესაც დეპი მორიგი ძალადობის არიდებას ცდილობდა ის მას ოთახ-ოთახ მისდევდა და, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად უსწორდებოდა. ერთ-ერთ ჩანაწერში ისმის კიდეც, როგორ ეუბნება ემბერი დეპს:  – „მიდი ხო თქვი, თქვი, რომ მე ჯონი დეპი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ და ვნახოთ ვინ დაგიჯერებს.

Johnny Depp says Amber Heard severed finger in trial testimony

პროცესის სრულ განხილვას რა თქმა უნდა ვერ მოვახერხებთ, სადაც არაერთ საშინელ ფაქტს აეხადა ფარდა, ადამიანების პირადი ცხოვრება მთელი სამყაროს გასარჩევი გახდა, თუმცა ეს ყველაფერი სიმართლის დასადგენად ღირდა, რასაც თავად ჯონი დეპი საკუთარ სოციალურ ქსელზე ეხმაურება და ეთანხმება.

საბოლოოდ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ემბერ ჰერდმა საკმაოდ ცუდად ისარგებლა და გამოიყენა 2016 წელს დაწყბული სხვადასხვა მოძაობები, #metoo და Cancel Culture, რომლებმაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, არასანდო წყაროს სიტყვების გათვალისწინებით, უდანაშაულო ადამიანს 6 წლის მანძილზე ცხორება გაუმწარეს.  მან ისარგებლა ყველა იმ ადამიანის უბედურებებით, რომლებიც მართლა იყვნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი. მან, როგორც ნამდვილ მოძალადეს შეეფერება, საკუთარი დანაშაული სხვას, ამ შემთხვევაში კი მის მეუღლეს, მსხვერპლს მიაწერა და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საზოგადოებას აჯერებდა ამ დიდ ტყუილს. დღეს ისიც გაირკვა, რომ #metoo მოძრაობა მხოლოდ ქალბატონებს არ შეეხებათ და იშვიათ შემთხვევაში მამაკაცებიც ხდებიან მსხვერპლნი, რომლებიც ძირითად შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ არასოდეს არსად საუბროიბდნენ, თუ რაიმე სხვა მიზეზით არ გახდა ამის აუცილებლობა. დღეს ემბერის ნაცვლად #metoo მოძრაობას ჯონი შეუერთდა, რომელსაც შტატების მოსახლებოდა, ასევე როგორც მთელი მსოფლიო გაგებით მოეკიდა. მიუხედავად იმისა, რომ ემბერმა აღნიშნული მოძრაობა საკმაოდ ცუდად გამოიყენა, უნდა ითქვას, რომ #metoo-ს დახმარებით ბევრ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონს მიეცა ხმა, პლათფორმა, სადაც  მათი გასაჭირის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებდნენ, რასაც მაგალითად ჰარვი ვაინშტეინისა და სხვა ცნობილი საქმეების სასამართლო განხილვა მოჰყვა.

ჩვენ ყოველივე კარგს ვუსურვებთ ჯონი დეპსა და მის ოჯახს. აღნიშნული საქმე ნათელი მაგალითია იმისა, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია მუდმივად დასაცავია, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება სასამართლო წესით. აღნიშულ მოსაზრებას ევროპულმა საზოგადოებამ მეტად დაუჭირა მხარი, ვიდრე შტატების, როდესაც აღნიშული საქმეების პერიოდში ჯონი დეპს ერთ-ერთ კინოფესტივალზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო გადასცეს, ხოლო, როდესაც ღონისძიების ხელმძღვანელ პირებს ჰკითხეს, თუ რატომ აჯილდოვებდნენ მოძალადეს, მათ უპასუხეს, რომ დეპისათვის ჯერ-ჯერობით არავის არაფერი დაუმტკიცებია, შესაბამისად… ასევე, ამ რთული პერიოდის მანძილზე მსახიობთან ურთიერთობა სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, არც ცნობილმა მოდის სახლმა Christian Dior-მა გაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ დეპი მოდის სახლის სახეა უკვე საკმაოდ დიდი ხანია და ცნობილი სუნამოს, Sauvge-ის პოსტერსა და ვიდეო რეკლამაში იღებს მონაწილეობას (Sauvage N1 სუნამოა გაყიდვებით მსოფლიოში). #JusticeforjohnyDONE

amber heardjohnny deppგადაწყვეტილებაგამართლდაგამარჯვებაემბერ ჰერდივერდიქტივირჯინიასასამართლო პროცესიჯონი დეპი
Previous Post

TOP: ყველაზე ცნობილი დადებითი პერსონაჟები

Next Post

დისნეის „Pinocchio“-ს რიმეიქის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Next Post
დისნეის „Pinocchio“-ს რიმეიქის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Pinocchio“-ს რიმეიქის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

გასართობი

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ახლა კითხულობენ

#ნინამრაო? სიგარეტზე და ზოგადად მწეველობაზე

#ნინამრაო? სიგარეტზე და ზოგადად მწეველობაზე

ავტორი Cinemania
29 მარტი, 2019
0

გლაზგოში კიანუ რივზის ორდღიანი კინოფესტივალი გაიმართება

გლაზგოში კიანუ რივზის ორდღიანი კინოფესტივალი გაიმართება

ავტორი Cinemania
14 მარტი, 2019
0

ხოაკინ ფენიქსის 10 როლი (გიფები)

ხოაკინ ფენიქსის 10 როლი (გიფები)

ავტორი Cinemania
21 თებერვალი, 2018
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020