ტელესერიალ ოფისის ვარსკვლავმა ჯონ კრასინსკიმ წელს ძალები რეჟისორის ამპლუაში მოსინჯა. მის მიერ დაწერილმა და შემდეგ ეკრანზე გადატანილმა ჰორორმა “მშვიდი ადგილი“, ავტორს დადებითი შეფასებები და კინოგაქირავებაში 383 მილიონი დოლარი მოუტანა.
ახალი ნაწილი სავარაუდოდ პრეისტორია იქნება. კრასინსკისთან ერთად ფილმში მისი მეუღლე ემილი ბლანტი ითამაშებს. ფილმის პრემიერა 2020 წელს არის დაგეგმილი.