ინდონეზიელი მსახიობი, საკულტო მძაფრსიუჟეტიანი ფილმის რეიდი ვარსკვლავი ჯო ტასლიმი, რომელიც ასევე საბრძოლო ხელოვნების ოსტატია, “მორტალ კომბატში” Sub-Zero-ს განასახიერებს. გადაღებები წელს ავსტრალიაში მოგვიანებით დაიწყება.
ფილმის პროდიუსერი აქუამენის ჯემს განი იქნება, ხოლო ფილმი ცნობილ ვიდეო თამაშებს დაეყრდნობა. რეჟისორი დებიუტანტი საიმონ მაკქუოიდია. ფილმი ეკრანებზე 2021 წლის 5 მარტს უნდა გამოვიდეს.
“მორტალ კომბატის” თამაშები პირველად 1992 წელს გამოჩნდა. მასზე რამდენიმე კინოვერსია უკვე შექმნილია. ახალი ფილმი ამ თამაშის მესამე კინოვერსია იქნება.
thewrap.com