ჯონ ფავროს The Mandalorian-ის სამსახიობო დასს ჯინა კარანო შეუერთდა. სერიალი ვარსკვლავური ომების სპინოფია და ფრენჩაიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟის ბობა ფეტის ისტორიას მოგვიყვება.
კარანო MMA-ს პროფესიონალი მებრძოლი იყო, 2011 წელს მან სტივენ სოდერბერგის ნოკაუტში მთავარი როლი შეასრულა. მას შემდეგ იგი მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალი მსახიობია.