გამომცემლობა screendaily ადასტურებს: ჯიმ სტარჯესი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა, რეჟისორის გიგა აგლაძის ფილმში, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც დევიდ ლინჩი იქნება, არქიტექტორის როლს შეასრულებს.
ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისს ანტონია კემპბელი და რონა მიტრაც სტუმრობენ და როგორც ცნობილი გახდა ისინიც, სტარჯესთან ერთად, აგლაძის ფილმში – The Other Me ითამაშებენ.
მისტიკის ჟანრის ფილმის სიუჟეტის მიხედვით, როდესაც ხილვები უკვე აუტანელი ხდება, მამაკაცს ქალი უყვარდება და ის უარჰყოფს საკუთარ იდენტობას.