აღმოჩნდა, რომ ჯენიფერ ლოურენსი სოციალური ქსელის მომხმარებელია, უბრალოდ სხვა სახელით. და მისი არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცის:
” ყველაფერს ვაკვირდები, თუმცა არ ვლაპარაკობ. მე მაქვს მიდრეკილება, რომ ყველაფერი ვთქვა, რაც თავში მომივა. ვცდილობ, საკუთარი თავის მენტორი ვიყო და ჩემს თავს ვუთხრა “ეს არ თქვა”, ამიტომაც ვარ ჩუმად და მიმდინარე მოვლენებს უბრალოდ ჩუმად, უხმოდ ვაკვირდები.”
არადა, ერთ დროს სოციალური ქსელის მიმართ ჯულია რობერტსიც გულგრილი ჩანდა, თუმცა ახლა ის საკუთარი სახელითა და გვარით ინსტაგრამით უკვე სარგებლობს და მოძულე კომენტარის ავტორებსაც აქტიურად პასუხობს.
ცუდი არ იქნებოდა, მიებაძა ჯენის ჯულიასთვის… არა?