მართალია, ყველას გვინდა ჯაშუშის ეკრანებზე დაბრუნება, მაგრამ ჯენიფერ გარნერი და ჯ. ჯ. აბრამსი სხვა პროექტზე აპირებენ მუშაობის დაწყებას.
მინისერიალს “My Glory Was I Had Such Friends” ერქმევა და ის Apple-ზე გავა. სერიალი ემი სილვერშტაინის მემუარებს დაეყრდნობა. ის ქალზე მოგვითხრობს, რომელიც გულის ტრანსპლანტაციას ელოდება. აღმასრულებელი პროდიუსერი კარენ კრონერია.
ჯაშუშის შემდეგ ეს ამ ორის პირველი გაერთიანებაა.