მიუხედავად იმისა, რომ Friends-ის დასრულებიდან 15 წელი გავიდა, შოუ არა თუ კარგავს პოპულარობას, პირიქით — სულ უფრო და უფრო რეიტინგული ხდება.
რეიჩელი, მონიკა, ფიბი, ჩენდლერი, ჯოუი და როსი ის პერსონაჟები არის, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ტელევიზიის ისტორია და ასევე სამუდამოდ დაიდეს ბინა მაყურებლის გულში.
შოუ დასრულდა, თუმცა არ სრულდება კითხვები და განხილვები Friends-ის მთავარ გმირებთან დაკავშირებით. სწორედ ერთ-ერთ ასეთ, მარადიულ შეკითხვას გასცა პასუხი რეიჩელის როლის შემსრულებელმა ჯენიფერ ენისტონმა, რომელსაც კიხეს, თუ როგორ გაგრძელდა მისი და დევიდ შვიმერის პერსონაჟის, როსის ცხოვრება სერიალის შემდეგ.
“ისინი კვლავ ერთად არიან. ამაში დარწმუნებული ვარ! მათი შვილი ემა კი ახლა კოლეჯში სწავლობს”, — ამბობს ენისტონი.