მიუხედავად იმისა, რომ Friends-ის გამოსვლიდან უკვე 25 წელი გავიდა, ის დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ შოუდ. მეტიც, სიტკომი უკვე ტელევიზიის კლასიკად იქცა და მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შოუ თავიდან გადაიღს, ან მათი გაგრძელებები შემოგვთავაზეს, მაყურებელს გამუდმებით აინტერესებს ოდესმე გაგრძელდება თუ არა რეიჩელის, ფიბის, მონიკას, ჯოუის, ჩენდლერისა და როსის დიდი მეგობრობის ისტორია.
ამ კითხვაზე შოუს შემქმნელები პასუხს არ სცემენს, თუმცა, როგორც ჯენიფერ ენისტონი ამბობს, ის და Friends-ის ყველა სხვა მსახიობი მზად არის კიდევ ერთხელ მოირგოს ლეგენდარული პერსონაჟების ამპლუა.
“სიამოვნებით ვითამაშებდი სერიალის გაგრძელებაში. დარწმუნებული ვარ იგივე აზრზე არიან სხვა მსახიობებიც. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია”, — თქვა ჯენიფერმა ელენ დეჯენერესის გადაცემაში სტუმრობის დროს.