Sony Pictures აპირებს მოჩვენებებზე მონადირეების ფრენჩაიზს კიდევ ერთი ფილმი შემატოს. რეჟისორად ჯეისონ რაიტმანი მოიაზრება.
საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჯეისონის მამამ, ივანმა ამ სერიის პირველი ორი ფილმი გადაიღო. წყაროს ინფორმაციით კი, ჯეისონი სერიის უკანასკნელ ფილმს გადაიღებს.
რაიტმანმა სცენარი უკვე დაწერა გილ კენანთან ერთად და გადაღებებს წელს ზაფხულში აპირებს. ფილმი, სავარაუდოდ 2020 წლისთვის გამოვა. ის 1984 წლის სიქველი იქნება და მას კავშირი 2016 წლის ფილმთან არ ექნება.