რამდენიმე დღის წინ ინტერნეტი ჯასტინ ბიბერის ამბავმა მოიცვა, როდესაც მან ტომ კრუზი ჩხუბში გამოიწვია. ბიბერმა რინგზე შეხვედრის ორგანიზება UFC-ის პრეზიდენტ დეინა უაითს სთხოვა.
როგორც ჩანს, ბიბერმა აზრი შეიცვალა. მომღერლის თქმით, მან უბრალოდ გაიხუმრა და ასევე დაამატა, რომ რა თქმა უნდა, კრუზი მას მოერეოდა.
ბიბერმა პაპარაცებს ასევე უთხრა, რომ წინა დღეს ტომ კრუზის ინტერვიუს უყურა და მისი სახელი ჩარჩენილი ჰქონდა.
ასე რომ, თუ ამ ორთაბრძოლას ელოდებოდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ…
tmz.com