ჰონგ-კონგელი მსახიობისა და ხელჩართული ბრძოლის ოსტატის ჯეკი ჩანის ავტობიოგრაფიული წიგნი “Never Grow Up” 2015 წელს გამოიცა, დასავლური სამყაროსთვის რომანი ხელმისაწვდომი მხოლოდ ახლა გახდა. ნებსით თუ უნებლიედ მსახიობმა მკითხველს საკუთარი ბნელი მხარე გააცნო. პირველი, ყველაზე მთავარი პრობლემა ალკოჰოლია:
მანქანას ყოველთვის მთვრალი ვატარებდი. ერთხელ ნასვამი ავტოკატასტროფაში მოვყევი, რომელსაც ჩემი “პორშე” შეეწირა. მეორე დღეს კი ახალი “მერსედესი” დავამტვრიე. მოკლედე ყოფილა მთელი დღე არ გამოვფხიზლებულვარ.
ჩანმა ღალატის ისტორიებიც გაიხსენა:
1999 წელს უკანონო შვილი შემეძინა. იმ პერიოდში ცოლი მყავდა, არ ვიცოდი სახლში რა ნამუსით მივსულიყავი… მეძავეებთან ხშირად დავდიოდი, იქიდან გამომდინარე რომ ვსვავდი
რაც შეეხება შვილებს, წიგნის გარეშეც მსახიობის მამობის ისტორიები საქვეყნოდ ცნობილია. თავისი უკანონო ქალიშვილი 2004-2014 წლების განმავლობაში ჩანს მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი. დიდი მამობრივი ზრუნვით ჰონკონგელი ვარსკვლავი არც კანონიერი შვილის მიმართ გამოირჩევა, როდესაც მისი ვაჟი მარიხუანის მოხმარებაზე დააკავეს, ჩანმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
ნარკოტიკების მოხმარებაზე ადამიანებს სიკვდილით უნდა სჯიდნენ, ჩემს შვილს გაუმართლა რომ ადგილზე არ ვიყავი, თორემ ცემაში მოვკლავდი.
წიგნის გამოსვლის შემდეგ ჯეკი ჩანს ყვითელმა პრესამ “ჰონგკონგელი ვაინშტაინი” შეარქვა.