უკვე შეგვიძლია IT Chapter Two-ს ახალი პოსტერი დავათვალიეროთ. დღეს თრეილერის გამოსვლაც იგეგმება.
ახალ პოსტერზე კლოუნის საშიშ თვალებს ვხედავთ, რომელიც პირდაპირ ჩვენ შემოგვცქერის.
შეგახსენებთ, რომ ფილმი “იგი”-ს გაგრძელებაა, რომელიც დიდ ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა, რომელიც 7 ბავშვის შესახებ მოგვითხრობს. მათ მონსტრთან უწევთ გამკლავება, რომელსაც მხოლოდ თავად ხედავენ. მეორე ნაწილში ბავშვებს მშობლიურ ქალაქში უწევთ დაბრუნება და მოვლენებიც სწორედ იქ ვითარდება.
