ჰოლივუდის პრესის ასოციაციამ ისან ელბა, იდრის ელბას ქალიშვილი, 2019 წლის ოქროს გლობუსის ელჩად დაასახელა. ის ცერემონიალზე ჯილდოების გადაცემაში მიიღებს მონაწილეობას და არაკომერციულ ორგანიზაციებთან იმუშავებს.
მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება აფროამერიკელ მოზარდებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
წინა წელს დაჯილდოებამ სახელწოდება “მის ოქროს გლობუსი“ “ოქროს გლობუსის ელჩად“ შეცვალა, რათა ის გენდერულად უფრო ნეიტრალური ყოფილიყო. ამ მისიას ცნობილი მსახიობების შვილებს ანიჭებენ ხოლმე.
2019 წლის ოქროს გლობუსი 6 იანვარს ჩატარდება.