“ჰელოუინმა” ამერიკაში მხოლოდ პირველ სამ დღეში 77,5 მილიონის მოგროვება შეძლო. ამ მაჩვენებელით ფილმი ოქტომბრის თვის ყველა დროის შემოსავლებში მეორე ადგილს იკავებს.
ფილმის გადაღება 10 მილიონი დაჯდა. ის კლასიკური ჰორორის 1978 წლის ჰელოუინის რიმეიქია. “ჰელოუინი” მსახიობ ჯემი ლი კერტისისთვისაც ყველაზე შემოსავლია ფილმი გამოდგა. ასევე “ჰელოუინი” ჰორორის საუკეთესო გამხსნელი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ქალი ასრულებს.