ჰელენ მირენი სხვა რომ არაფერი, ყველას კარგად ფილმიდან “დედოფალი” გვახსოვს, სადაც მსახიობმა ელისაბედ II-ის როლი შეასრულა. ახლა კი HBO-ს ახალ სერიალში ჰელენი ეკატერინე II-ის როლს შეასრულებს. ეს ინფორმაცია მსახიობმა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე თავად დაადასტურა.
2018 წლის დასასრულს, ან 2019 წლის დასაწყისს, ჰელენს უკვე რუსეთში ელოდებიან. როგორც ცნობილი გახდა, სერიალის გადაღებები პეტერბურგში იქნება. თავად მსახიობისთვის ეს გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან როგორც ცნობილია, ჰელენს წარმომავლობით დიდი ისტორია აკავშირებს რუსეთთან. მისი ნამდვილი სახელი Миррен – Елена Лидия Васильевна Миронова-ა, ხოლო მსახიობის ბაბუა კი სამეფო პოლკოვნიკი და დიპლომატი იყო, რომელიც 1917 წელს გადაასახლეს.
თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ როდესაც საქმე HBO-ს ეხება, წინ დაუვიწყარი სანახაობა გველის, თანაც ისიც ცნობილია, რომ ამ სერიალზე ფილიპ მარტინი იმუშავებს, რეჟისორი, რომელმაც თავი თავის დროზე სერიალით “გვირგვინი” დაგვამახსოვრა.