ორი გამომგონებელის ტომას ედისონისა და ჯორჯ ვესტინგაუზის დაპირისპირებაზე გადაღებული ფილმის “Current War” პრემიერა 2017 წელს ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა. თუმცა სურათმა კინოგაქირავებამდე ვერ მიაღწია, აღმასრულებელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის გარშემო წარმოუდგენელი მასშტაბების სექსუალური ძალადობის სკანდალი აგორდა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვაინშტაინის მიერ დაპროდიუსირებული უკანასკნელი ფილმის პრემიერა 2019 წლის აგვისტოს გაიმართება. სურათის გამოსლვა ერთ-ერთი თანაპროდიუსერის მარტინ სკორსეზეს დამსახურებაა. ბიოგრაფიულ დრამას, რომელშიც გამომგონებლების როლებს ბენედიქტ კამბერბეტჩი და მაიკლ შენონი ასრულებენ შესაძლოა სახელი შეეცვალოს.